ზოგიერთი ადამიანის სიცოცხლე ნამდვილი სიცოცხლე არ არის მკვდარი სიცოცხლეა . შეიძლება ადამიანი გარეგნულად ცოცხალი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად მკვდარი იყოს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოები '' ვერხვი '' არის მარტოსული ადამიანი , რომელიც სიკეთის მკეთებელი ადამიანია. მას სიცოცხლის გატარება ვერხვებთან უნდოდა და თუნდაც ადამიანებისთვის სიკეთე მოეტანა . ის სიკეთეს უსურვებდა ყველას და სარგებლის მოტანა უნდოდა ყველასთვის. სიკეთის მკეთებელ ადამიანს სიკეთე უფასდება და ეს მოხდა , როდესაც ადამიანს მისგან სარგებლის მოტანა უნდოდა ის გამოიყენა , მაგრამ ამას ვერხვი ვერ ხედავდა . მას ეს ძალიან გაუხარდებოდა.
'' ვერხვი''
ვერხვი იდგა ერთ მწირს გორაზე. სხვა ხის ჭაჭანება არ იყო. მას დაბადებიდან უნდოდა ვერხვებთან ყოფნა. მინდორში, გაღმა-გამოღმა , იყვნენ ერთ უდაბურ ტყეში სხვა ვერხვები ათასი, ათასნაირი ჯურისა. ვერხვი ღმერთს ემდუროდა " თუ გამაჩინე, კიდევაც დამარჩენდიო'' . ვერხვი თავისი მარტოსულობით იტანჯებოდა, იძახოდა:თუ ვერავის გავაგონებ , თუ ვერავინ გამაგონებს ეს ჩემი მკვდარი სიცოცლე იქნებაო. ერთხელაც ქარმა ვერხვის ფოთოლი მოუტანა და მისკენ მთელი ძალით გადაიზნიქა , იმ ფოთოლს ინახავდა . მის ჩრდილში ყვავილები იყო ამოსული . სულ სიცოცხლეზე ლაპარაკობდნენ , ვერხვსაც უნდოდა მათი სიცოცხლე და ლოცავდა ,რომ არ მომკვდარიყვნენ. ერთ ზამთარს ძალიან სიცივე იყო ადამიანებს მისი მოჭრა უნდოდათ. ყველას თავისი აზრი ჰქონდა : ზოგი იძახდა არ მოვჭრათ ცოდვა იქნებაო , ზოგი კი პირიქით. მაინც ვერხვის გადაჭრა გადაწყდა . ვერხვი მოჭრეს ,მაგრამ ეს მას ზალიან გაუხარდებოდა რადგან ადამიანები ლოცავდნენ რადგან სარგებელი მიიღეს . ვერხვზე ბევრი მოთხრობა დაწერეს იყო და არა იყო რა.......
ასე გათავდა ვერხვის სიცოცხლე, მოესწრო იგიოი მადლის ქნას , მხოლოდ თვითონ ვეღარა გრძნობდა საბრალო , თუ მადლსა შვებოდა.
მონადირე
- ნაწარმოების პერსონაჟი ნადირობით სახელგანთქმული ხევსური შიშიაა, რომელიც ნანადირევს სალოცავებს: ხახმატსა და გუდანისჯვარს სწირავს მადლობის ნიშნად და “ქრთამადაც”, რომ მომავალშიც მოუმართოს ხელი წმინდა სალოცავმა . შიშიას შეუპოვარი ბუნება და დაუცხრომელი ჟინი,დალაშქროს ყველა მიუვალი ადგილი, იმგვარი გრძნობით ა ღწერა მთხრობელმა, რომ პერსონაჟის ემოცია თანაგრძნობასაც და მიუტევლობასაც ერთდროულად იმსახურებს... ეხარბებოდა მთის ბუნების შვილს ლაღი ჯიხვების თავისუფლებისა და თან უშიშარი ვაჟკაცის სახელის მოპოვება სწყუროდა. ამიტომაც შეჰყურებდა შურის თვალით ადამიანის ფეხის დაუდგმელ თვალშეუდგამ სიმაღლეს მთისას,რომელსაც “არწივისმაღალი” შეარქვეს... “არწივისმაღალი” ჰქონდა გულში ჯავრად ჩაყოლილი.
- . ყოველდღიურად უძნელდება ჩაკვლა მონადირული ჟინისა,შეჰყურებს არწივისმაღალს და ეძალება მისი დაპყრობის სურვილი, ვეღარ მოუთმინა დაუდეგარმა გულმა და შეუყვა ლაღი ჯიხვების საცხოვრისს მონადირე:”
- . საშინლად შურდა იმათი ასე უშიშრად სიარული. შურდა იმათი ლაღი ცხოვრება, იმათი თავისუფალი სიცოცხლე. თავის დაბეჩავებულ და დამონებულ ცხოვრებასთან იმათი ლაღი სიცოცხლე გულში სანატრელად მიაჩნდა. რადგან თვითონ ვერსად წაუვიდოდა ამ ცხოვრების სიდუხჭირეს, არც იმათი უნდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ და თავისუფლება.
- თამარ მეფე
- თამარის დროს საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დ დავით სოსლანზე .ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.
- დავით აღმაშენებელი
- დავით IV აღმაშენებელი ქუთაისი 8 თებერვალი საქართველოს მეფე 1089-1125.1125 წლებში, გიორგი მე-2 ის ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში.დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, თურქ სელჩუკთა მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრ თხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება ლიხის ქედის. აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.
No comments:
Post a Comment